Thursday, June 29, 2017

მე- 4 დღე

18.06.17
პროექტის მეოთხე დღეს გავიმეორეთ მესამე დღის შესწავლილი საკითხები. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად ავირჩიეთ მეთოდი ვიცი, მინდა ვიცოდე და ვისწავლე. აქ ვიმუშავეთ როგორც მოსწავლეებმა.
შევედით მოდულ მეორეში- სასწავლო პროექტის დაგეგმვა და გავააქტიურეთ აქტივობა პირველი.შეფასების სხვასასხვა მეთოდის განხილვა.
პროექტზე მუშაობის დროს საგნობრივი სტანდარტებიდან უნდა ავიღოთ არაუმეტეს სამი ინდიკატორისა. გავხსენით ბლუმის ტაქსონომია და იქ ვიმუშავეთ. ვნახეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები და განვიხილეთ.
თრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა, გვქონდა ძირითადად ტექნიკური კითხვები, რაზედაც ამომწურავ პასუხს ვიღებდით ტრენერისაგან.
ტრენინგის მესამე დღეს  ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე. ყველა მონაწილემ წარმოადგინა მონახაზი მომავალი პრაქტიკის. რეკომენდაციის შედეგად შევიტანეთ ცვლილებები იმსაკითხებში, რომლებიც უნდა შევიტანოთ პრაქტიკის შაბლონში.გეგმაში შევითანეთ რამდენიმე პუნქტი ცვლილებების სახით. დაურთეთ  სტანდარტები და ინდიკატორები თემის შინაარსიდან გამომდინარე.
შევიდეთ 21-ე საუკუნის უნარებში და ავღნიშნეთ რომ პროექტის ფარგლებში მის სამივე კატეგორიაზე უნდა იყოს ყურადღება მიქცეული. პროექტით სწავლების შედეგების გათვალისწინებით აღინიშნა, ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მაღალ სააზროვნო უნარებზე უნდა გავიდეთ.
            მესამე დღემ უფრო სსსაინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა. თრენერმა ჩემს შეკითხვებს უპასუხა ამომწურავად